სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

IWPR და რეგიონული მედია სამშვიდობო დიალოგის გასაძლიერებლად

0 კომენტარი
 2016 წლის 28 ივლისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მედია ორგანიზაციები, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქსელით, ერთიანდებიან საუკეთესო საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების დასამკვიდრებლად.

მარცხნიდან: EUMM პრესსპიკერი პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დარნინი, ნათია კუპრაშვილი, ნატალია ძველიშვილი, მაია მამულაშვილი და ბექა ბაჯელიძე.

პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2013 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.

„ასიმეტრიული კონფლიქტების ეპოქაში მშვიდობის ჟურნალისტიკას განსაკუთრებული მისია აკისრია“

პროექტის მიზანია წაახალისოს მიუკერძოებელი, თავისუფალი ანგარიშგება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენასა და საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გახლეჩილი მხარეების დაახლოებაში და ხელს უწყობს მშვიდობასა და დიალოგს მედიის საშუალებით.

ურთიერთგაგების მემორანდუმს, IWPR-თან თანამშრომლობის თაობაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (GCHJE), რეგიონულ მაუწყებელთა (GARB)  და რეგიონული მედიის (GRMA) ასოციაციებმა 25 ივლისს მოაწერეს ხელი.

,, დაწყებული თანამშრომლობა, იმედი გვაქვს, ნაყოფიერი იქნება… ასევე იმედია სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მშვიდობის პრიზით, გაიზრდება კონკურენცია და შესაბამისად, მასალების ხარისხიც”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

GCHJE საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მედიაში ინფორმაციის ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს. GRMA და GARB–ი კი რეგიონულ დონეზე ინფორმაციის მთავარი მიმწოდებლები არიან.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა სოფლებსა და ქალაქებში მომუშავე, ლოკალური გამოცემების ჟურნალისტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. მოხარულნი ვართ, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასოციაციის წევრი ოგანიზაციების ჟურნალისტთა პროექტში მაქსიმალურ ჩართულობას,’’ – აცხადებს რეგიონული მედიის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი.

ურთიერთგაგების მემორანდუმის თანმშრომლობის შესახებ პირობების თანახმად,  საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები ძალისხმევას  მიმართავენ, საქართველოში  საუკეთესო ჟურნალისტური პრაქტიკისა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ანგარიშგების ხელშესაწყობად.

,,ასიმეტრიული კონფლიქტებისა და ზოგადად ისეთი პრობლემების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც მშვიდობის ჟურნალისტიკას განსაკუთრებული მისია აკისრია, კონფლიქტების ეთიკურ გაშუქებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დაკვირვებით მედიაში გაიზარდა კონფლიქტების თემაზე მასალების რაოდენობა და გაუმჯობესდა მათი ხარისხიც,“ – მიაჩნია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს.

,,ისიც აღსანიშნავია, რომ რეგიონული მაუწყებლები ცდილობენ ითანმშრომლონ კონფლიქტის მეორე მხარესთან. ჩვენი შეფასებით მსგავსი ტენდენცია მედიაში პრიზის გავლენით გაჩნდა,“ – დასძენს იგი.

პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, პროექტის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ნაწილია. 2016 წელს ჯილდოები გადანაწილდება შვიდ კატეგორიაში, 2015 წლის 2 ნოემბერიდან  2016 წლის 1 ნოემბერამდე პერიოდში გამოქვეყნებულ ნამუშევრებს შორის.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის მფლობელი მიიღებს 5000 ევროს ღირებულების ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ერთთვიანი პროფესიული მივლინებით გაემგზავრება IWPR–ის სათავო ოფისში ლონდონში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს
მარტი 23, 2021

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა
მაისი 3, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT