სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველო ისლამური სახელმწიფოსგან შორს

0 კომენტარი
 2015 წლის 29 ივნისი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პანკისის ხეობის მოსახლეობა ახალგაზრდების სირიაში გადინების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

მეჩეთი სოფელ დუისში

მეჩეთი სოფელ დუისში, პანკისის ხეობა (ფოტო: ონიკ კრიკორიანი).

პანკისის ხეობაში მუსლიმთა რადიკალიზაციის შესახებ საუბარი გასულ კვირას ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გააქტიურდა. პოლიციამ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით ოთხი ახალგაზრდა დააკავა.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები ხელისუფლებისგან რეაგირების გამკაცრებას მას შემდეგ ითხოვენ, რაც აპრილში, ორი არასრულწლოვანი, ერთი თექვსმეტი და მეორე თვრამეტი წლის, თბილისიდან თურქეთში, იქედან კი სირიაში გაემგზავრა.

ახალგაზრდები ინტერნეტით უყურებენ ვიდეოებს და ეკონტაქტებიან იმ ადამიანებს, ვინც უკვე წასულია… მათთვის, ყველა იქ წასული გმირია

სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად ორასამდე ქართველია წასული. მათი უმეტესობა პანკისის ხეობის მკვიდრია და აქედან თოთხმეტი სხვადასხავა ბრძოლების დროს არის დაღუპული.

პანკისის ხეობა უმეტესად ქისტებით არის დასახლებული, მათი რაოდენობა რვა ათასს აღემატება და ისინი ჩრდილოკავკასიელ ჩეჩნებს ენათესავებიან. ხეობაში ცხოვრობენ ჩეჩენი დევნილებიც, რომლებიც ოცი წლის წინ საკუთარი სამშობლოდან ორ ომს გამოექცნენ.

სპეცოპერაციის დროს სოფელ ჯოყოლოში დაკავებულ 39 წლის აიუპ ბორჩაშვილს ისლამურ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. მასთან ერთად პოლიციამ თბილისში დააკავა სამი ახალგაზრდა, რომლებიც ბრალდების თანახმად, ბორჩაშვილის ხელშეწყობით აპირებდნენ ქვეყნის დატოვებას.

ჩეჩნეთიდან დევნილი მუსლიმების ნაწილმა პანკისში ისლამის ფუნდამენტალისტური მიმდინარეობის, ვაჰაბიზმის გავრცელებას დაუდო საფუძველი.

პანკისის ყველაზე დიდ სოფელში, დუისში ორი მოქმედი მეჩეთია. ერთი „ტრადიციული“ და მეორე „ვაჰაბიტური“. „ტრადიციულში“ ძირითადად ასაკოვანი ხალხი დადის, ხოლო „ვაჰაბიტურში“ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.

„რა თქმა უნდა, აქ პროპაგანდა მუშაობს,“ – განაცახადა ჩვენთან საუბრისას ჩეჩნეთიდან დევნილმა და ქალთა უხუცესთა საბჭოს წევრმა ზარინა ცატიევამ. „რადგანაც ხალხის გადინება არ წყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც დგას ამის უკან. უბრალოდ, ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს.“

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლება ექსტრემიზმის საფრთხესთან საბრძოლველად უფრო მეტს უნდა აკეთებდეს.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აპრილში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობას პანკისში არსებულ რადიკალიზაციასთან დაკავშირებით ყურადღება „გაორმაგებული და გაოთხმაგებული აქვს“.

„ისლამური სახელმწიფო არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი – მსოფლიო ლიდერები ვერ პულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში,“ – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებული დანაშაულთა წრე გაფართოვდა. მაგალითად, დასჯადი ქმედება გახდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, მონაწილეობის მიღების ან ტერორისტული წვრთნის გავლის მიზნით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, მთავრობამ ამ ინიციატივის მომზადება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გასულ წელს დაიწყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ ახალგაზრდებს საზოგადოებაში ინტეგრირებას უნდა შეუწყოს ხელი.

გმირები და მისაბაძი მაგალითები

პანკისში ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა თარხან ბათირაშვილია, აბუ ომარ ალ-შიშანის სახელით ცნობილი და სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი. პანკისიდან წასულებს შორის არიან სხვა ახალგაზრდებიც, რომლებმაც სირიაში ისლამისტური სახელმწიფოს ან სხვა მეამბოხე დაჯგუფებებთან ბრძოლაში მოიხვეჭეს სახელი.

უხუცესი ქისტები სინანულით, თუმცა აღიარებენ, რომ ბათირაშვილი და მისნაირები პანკისელი ახალგაზრდებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ.

„ახალგაზრდები ინტერნეტით უყურებენ ვიდეოებს და ეკონტაქტებიან იმ ადამიანებს, ვინც უკვე წასულია,“ – გვითხრა ადგილობრივმა ქალმა, რომელმაც სხვების მსგვასად ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. „გოგოებიც ხვდებიან სირიაში, ბიჭებს ეუბნებიან, რომ თუ სირიაში წავლენ საბრძოლველად, ცოლად გაჰყვებიან. ჩვენგან ორი უფროსკლასელი გოგო არის სირიაში გათხოვილი.“

„მათთვის, ყველა იქ წასული გმირია.“

ადგილობრივების თქმით, პანკისში რადიკალი ვაჰაბიტების რაოდენობა მცირეა, თუმცა ჯიჰადისტურ ვებგვერდებს იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ ეს რიცხვი ნამდვილად გაიზრდება.

„ბოლო წლებში პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმი ნამდვილად გაძლიერდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის,“ – გვითხრა ერთ -ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ, რომელიც თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრად მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, ამის შესახებ რაიმე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ჩემი აზრით, მოსახლეობის უმეტესობა ხეობაში უკვე ვაჰაბიტია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა ისლამურ სახელმწიფოს ემხრობიან.“

ახალგაზრდა ამბობს, რომ მისი შეფასებით, ვაჰაბიტების 10-15% არის რადიკალი, თუმცა ეს რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზრდება, თუ არ იქნება მიღებული ზომები ამ ტენდენციის შესაჩერებლად.

რადიკალიზმის პროპაგანდას ალტერნატივა სჭირდება

ივნისის ბოლოს ვენაში ეუთოს ორგანიზებით იმართება კონფერენცია, რომელიც ტერორისტების დაქირავების და აგიტაციის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს მიეძღვნება. ამ სტატიის გამოქვეყნებამდე საქართველოს მთავრობა დასწრებას არ აპირებდა, რაც ბრიტანელი ჟურნალისტის და კონტრტერორიზმის საკითხებზე მომუშავე ექსპერტის, ონიკ კრიკორიანის თქმით, ძალიან სამწუხაროა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ არ უნდა გაუშვას ხელიდან თავიანთ უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა,“ – თქვა მან. „ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რადგან მსგავსი რეიდები [ბოლო სპეცოპერაცია] ადგილზე ძალადობრივი ექსტრემიზმის საწინააღმდეგო რეალური ინიციატივების გარეშე სიტუაციას ვერ გამოასწორებს.“

„მიზეზი არის პროპაგანდა და სანამ ხელისუფლება არ მოახდენს ინტერნეტის ბლოკირებას, ეს პროპაგანდა არ შეწყდება,“ – დასძინა მან. „ადგილობრივი გადამბირებლები სინამდვლეში პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობაში ანტიპროპაგანდისტული, სანდო ინფორმაციის გავრცელება, რაც პანკისსაც და საქართველოს ყველაზე მეტად აკლია.“

პოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს პანკისში რადიკალიზმის გაძლიერებას ეკონომიკური პრობლემები უდევს საფუძვლად და რომ გამოსავალი სამუშაო ადგილების და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაშია.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩევს, რომ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

„პანკისში ხალხი უფრო უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე მაგალითად დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. საქმე არც სამუშაო ადგილებშია და არც საცხოვრებელ პირობებში. აქ ძალიან ძლიერი იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს და სწორედ მასთან შებრძოლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა ქალმა, რომელიც დიდი ხანია მუშაობს პანკისში და რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა.

„რასაკვირველია, არის უმუშევრობასთან და მარგინალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ნომერ პირველი პრობლემა არის პროპაგანდა,“ – ამბობს კრიკორიანი. „არის სათანადო რელიგიური განათლების ნაკლებობაც. თუ ახალგაზრდებს სწორ რელიგიურ განათლებას არ მივაღებინებთ, მათ ისინი ასწავლიან, ვინც სიმართლეს დამახინჯებულად წარმოადგენს.“

კრიკორიანი მიიჩნევს, რომ მედიამ პრობლემა უფრო ობიექტურად უნდა გააშუქოს, რადგან პანკისელები თავს მარგინალიზებულად გრძნობენ, რაც უფრო ზრდის იმის შანსებს, რომ მოხდება მათი რადიკალურ წრეებში გადაბირება.

„ისლამური სახელმწიფო სარგებლობს ამ საინფორმაციო ვაკუუმით,“ – ამბობს ის.

თუმცა, კრიკორიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ საკითხთან დამოკიდებულების მხრივ უფრო უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.

„ვაჰაბიზმის აკრძალვა იქნება ყველაზე უარესი რასაც ხელისუფლება გააკეთებს. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივი და მათ შორის ქალთა ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა,“ – თქვა მან. „საქართველოს მის მეზობლებთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია – ის უფრო თავისუფალია და აქვს რადიკალიზმთან გამკლავების პოტენციალი, თუ, რასაკვირველია, იარსებებს ამის პოლიტიკური ნება.“

გიორგი კუპატაძე, IWPR-ის კავკასიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორია საქართველოში


დუისელი გოგონა

პანკისის მოსახლეობის უმეტესობა ქისტების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება (ფოტო: ონიკ კრიკორიანი).

ბავშვები დუისის ქუჩებში

ბავშვები დუისის გალავნებიან ქუჩებში, პანკისის ხეობა (ფოტო: IWPR).

დუისის ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამი

დუისის ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამი (ფოტო: IWPR)

სახლი დუისში

პანკისის ხეობა კავკასიონის მთისწინეთში მდებარეობს (ფოტო: IWPR).

დუისელი ბიჭი

დუისელი ბიჭი. რადიკალი ისლამისტები ხშირად იბირებენ ცოტათი მასზე უფროსებს (ფოტო: IWPR).

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


მოიმარჯვე კალამი და დაგვეხმარე დავძლიოთ ძალადობრივი ექსტრემიზმი
ივნისი 13, 2016

ისლამური სახელმწიფოს საფრთხის იდენტიფიცირება
თებერვალი 25, 2016

საქართველო: პასუხი მზარდ რადიკალიზაციას
ივლისი 23, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT