სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთის ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

0 კომენტარი
 2012 წლის 7 სექტემბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  წარმატების მოიპოვება გაუადვილება, ვინაიდან ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ, რათა უფრო მნიშვნელოვან პროცესებისთვის მოემზადონ.

არპი არუთინიანი, კავკასია

CRS გამოშვება #657,

2012 წლის 7 სექტემბერი

სომხეთის მმართველი პარტია ამ თვეში დაგაგმილი ადგილობრივი არჩევნების ადვილად მოგებას გეგმავს, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რათა მომდევნო არჩევნებისათვის თანხები დაზოგონ.

დაახლობით 4,800 კანდიდატიდან, რომელიც 9  და  23 სექტემბერს, ორ რაუნდად გამართულ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას,   1,440-ზე მეტი პირი პრეზიდენტ – სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიის წევრია. ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა სხვა პარტია ერთად აღებული.

ოპოზიციური პარტიას „აყვავებული სომხეთი“, რომელიც ადრე რესპუბლულ პარტიასთან ერთად მმართველ კოალიციაში შედიოდა – 304 კანდიდატი ყავს წარდგენილი,  „დაშნაკცუტიუნის“ – 101, ხოლო „კანონის უზენაესობას“  – 64.  უფრო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიების: „მემკვიდრეობისა“ და „სომხური ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენელთა რაოდენობა ათზე ნაკლებია.

დანარჩენი კანდიდატები დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.

პარტიის „მემკვიდრეობის“ წარმომადგენელი სტეფან საფარიანი ამბობს, რომ მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„ადგილობრივი არჩევნები კორუმპირებულია. ოპოზიცია  მონაწილეობას ვერ მიიღებს ისეთ პროცესში, სადაც ბრძოლა პოლიტიკური შესაძლებლობის მიხედვით კი არა, ქრთამებით ხდება“, — აცხადებს ის.

როგორც ჩანს, ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი – საერთო არჩევნებისთვის რესურსების დაზოგვაა.

„ადმინისტრაციული რესურსები მთავრობის ხელშია და ისინი არაკანონიერ გზებს იყენებენ ამ რესურსების სამართავად შესაბამისად, ოპოზიცია ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს”, –  ამბობს ლუდმილა სარგსიანი, „სომხური ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენელი პარლამენტში.

ძლიერი ოპოზიციის წარმომადგენლობის არარსებობა რესპუბლიკურ პარტიას უკეთეს პირობებს უქმნის.

„ოპოზიციისათვის რეგიონებში არსებული პრობლემები, ნაკლებ მნიშვნელოვანია“, –  აღნიშნა აიკ ბაბუხადიანმა, პარლამენტის წევრი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

ერევნის პოლიტიკური კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი – სერგეი მინასიანი,  თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკა ოპოზიციის ძირითადი სამიზნე არ არის.

„ოპოზიციის პასიურობა ძირითადად რეგიონულ ოფისებში რესურსების ნაკლებობით შეიძლება აიხსნას. გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის მოსაზრებების წარდგენისათვის საუკეთესო პლატფორმას არ წარმოადგენს, ვინაიდან ძირითადი პრობლემები ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა:  მილსადენების შეკეთება და სასუქების მიწოდება”,- აღნიშნა მან.

დაშნაკცუტიუნის“ პარტიის წარმომადგენელი, ლილიტ გალსტიანი თვლის, რომ არჩევნები ძირითადად ფორმალობას წარმოადგენს და რეალური ზეგავლენა საკმაოდ მცირეა.

„თამაშის წესები ისეა მოწყობილი, რომ არჩევნები არაფერს ნიშნავს. ის აღარაა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობის ფორმირებაზე ახდენს ზეგავლენას… შესაბამისად, ტყუილად ხდება ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური რესურსების ხარჯვა“, –  თქვა მან.

დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ერევნის ოფისის დირექტორის, ალექსანდრე მაკაროვის,  თქმით, ოპოზიცია კანდიდატების წამოყენებისაგან თავის შეკავებით დიდ შეცდომას უშვებს.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში წარმატების არ სჯერა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ  მათ აღცევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ“, –  განაცხადა მან.

ოპოზიცია, ნამდვილად, მოიგებს ერთ დიდ თანამდებობას – გიუმრის, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მერის პოსტს. აქ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს სამველ ბალასანიანს, „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს უჭერს.

არმენ მინასიანი, ვებ-გვერდ – www.panorama.am-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა ეს გადაწყვეტილება გიუმრის მერობის მათეულ კანდიდატსა და „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს შორის ომის დასრულების მიზნით მიიღეს.

„ამ ბრძოლისათვის ბოლოს მოღების მიზნით ხელისუფლებამ ნეიტრალური კანდიდატის მხარდაჭერა გადაწყვიტა, თუმცა, ეს ჟესტი არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი პარტია მომავალ არჩევნებშიც, მაგალითად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოკავშირეებად იქცევა,” -აღნიშნა მან.

პოლიტიკური ექსპერტი, არმენ ბადალიანი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ გიუმრი მაისის საპარლამენტო არჩევნები  წააგო და ამჯერად, ალბათ, შემდგომი დამცირების თავიდან აცილებას ცდილობს.

„ადვილად შესაძლებელია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ – „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მეორედაც არ წაეგო არჩევნები“, – თქვა მან.

არპი არუთინიანი სატელევიზიო არხის, Armnews-ის თანამშრომელია.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT