სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხური სოფლის მეორე მასიური დაცარიელება

0 კომენტარი
 2012 წლის 4 სექტემბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სოფელი მოსახლეობის ნაწილმა დატოვა, დარჩენილებისათვის კი ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

ავტორი: ლილიტ არაკელიანი, კავკასია

CRS გამოშვება # 657,

2012 წლის 4 სექტემბერი

სოფელი მოსახლეობისგან იცლება (კარო სააკიანი, Medialab.am)

„წასვლა არ გვინდა, მაგრამ მაინც მოგვიწევს,“ ამბობს ცაღლიკ ცატურიანი.

57 წლის ცატურიანი სომხეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ ძიუნაშოღში ცხოვრობს, რომლის მოსახლეობაც უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძიებაში სწრაფად იცლება. 300 სახლიდან მხოლოდ 56 არის დასახლებული, ხოლო მთელს სოფელში 169 ადამიანი ცხოვრობს.

„სკოლა დაიხურება. ბავშვები აღარ იბადებიან და ბევრი ახალგაზრდაც აღარ დარჩა სოფელში,“ აღნიშნა ცატურიანმა. „გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბუნებრივი აირის მილსადენი დახურულია, რის გამოც ზამთარში გასათბობად წივას გამოყენება გვიწევს. აქ მხოლოდ კარტოფილი და კომბოსტო, ხოლო ხილიდან ვაშლი იზრდება.“

სამედიცინო დახმარების მისაღებად ცატურიანს ხუთი კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში წასვლა მოუწია. სოფელში არ დადის საჯარო ტრანსპორტი, მხოლოდ რამდენიმეს ჰყავს საკუთარი მანქანა, ასე რომ, მას ტაქსის გამოძახება მოუწია, რაც 5,000 დრაჰმა, ანუ, 12 დოლარი დაუჯდა.

იანა მამიკონიანი, სოფლის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ სოფლის მაცხოვრებლებს წარმოებული რძის იაფად  გაყიდვა უხდებათ, მაგრამ დიდ ფასს იხდიან სხვა სოფლებში მოყვანილ ბოსტნეულში, ვინაიდან ცუდი გზები ტრანსპორტირებას უფრო აძვირებს.

მამიკონიანის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა წყალმომარაგების ქსელის სიძველეა.

„მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მდებარე სახლს აქვს წყალი. მე სოფლის ადმინისტრაციის უფროსი ვარ და სახლში წყალი არ მაქვს, ყოველდღე 250 მეტრის გავლა მიწევს წყაროდან წყლის მოსატანად. მილები [ოცი წელია] არ გამოცვლილა,“ თქვა მან. „აქ ცხოვრება ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ მიდის ხალხი.“

„ჩვენ არ მოველით სახელმწიფოდან რაიმე დახმარებას. არაერთხელ მივმართე მათ ჩვენი პრობლემებით. მაგრამ აქ მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან კანდიდატები, 1-2 კილოგრამ შაქარს დაურიგებენ ხალხს და მერე ისევ მიდიან,“ დასძინა მან.

2012 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ძიუნაშოღის მსგავსი სოფლები დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„თუ იგივე ველზე სხვა სოფელიცაა, რომელსაც უკვე აქვს სასმელი და სარწყავი წყალი, გაზი და ინტერნეტი, სკოლა და საბავშვო ბაღი, მაშინ სჯობს 10-12 ოჯახი იქ გადავიდეს და ბავშვები იქ ატარონ სკოლაში, სანამ მათ სოფლებამდე მივალთ და სკოლას თუ გაზსადენს ავაშენებთ.“

ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ ძიუნაშოღი უკვე მეორედ იცლება. 1989 წლამდე ის ეთნიკური აზერბაიჯანლებით იყო დასახლებული, რომლებმაც სოფელი მთიან ყარაბაღში საომარი მოვლენების განვითრების დროს დროს დატოვეს.

ამ შემთხვევაში სოფლებიდან წამსვლელებმა ადგილი გაუცვალეს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფელ კერკენჯში მაცხოვრებელ ეთნიკურ სომხებს, რომლებიც ძიუნაშოღში გადმოსახლდნენ. ეს ორმხრივი მიგრაციის დროს მოხდა, როცა ორივე მხრიდან ასეულობით ათასი ადამიანმა შეიცვალა ადგილი.

„ჩვენ მაშინ გადმოვედით ძიუნაშოღში, მაგრამ კერკენჟი ნამდვილად მახსოვს,“ ამბობს ახლა უკვე 35 წლის ნორაირ ცარტურიანი, სამი შვილის მამა. „თავიდან, ახალი გადმოსულები რომ ვიყავით, უფროსებს ძალიან უჭირდათ შეგუება, მაგრამ ჩემთვის ეს ადგილი სახლია. მახსოვს როგორ წამოვიყვანე ჩემი ძაღლი კერკენჯიდან.“

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა არასახარბიელოა, ხოლო ყარაბაღსა და საზღვარზე შიგადაშიგ სროლებიც კი ისმის.

ურთიერთთანამშრომლობის იშვიათი მაგალითია, რომ ორი სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს სასაფლაოების მოვლას დაპირდა – კერკენჯში სომხური ქრისტიანული სასაფლაოა, ხოლო ძიუნაშოღში კი მუსლიმანური. რამდენიმე წლის წინ, როცა IWPR ეწვია სოფელს, ძველ და ახალ მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი.

ნორაირ ცატურიანი იხსენებს, „მათი ახლობლების საფლავებს სურათები გადავუღეთ და გავუგზავნეთ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ხელშეუხებლად ვუვლით. იგივე გააკეთეს ჩვენთვისაც. რატომ უნდა დავარბიოთ მათი საფლავები, ბარბაროსები ხომ არ ვართ?“

მან დასძინა, რომ ადრე კერკენჯის მოსახლეობა ძიუნაშოღში ჩამოსვლას საქართველოს გავლით ახერხებდა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი გახდა.

ძიუშანოღის, როგორც თემის მომავალი უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება.

„ვინც სოფელს ტოვებს, უკან აღარ ბრუნდება,“ ამბობს სვეტლანა სარქისოვა, სკოლის ყოფილი დირექტორი. „ზოგი სახლებს უბრალოდ ანგრევს და სამშენებლო მასალებად ყიდის, და შემდეგ რუსეთში ან უკრაინაში მიემგზავრება.“

ახალგაზრდების უმეტესობა სკოლის დამთავრებისთანავე ქორწინდება და მუშაობას იწყებს, ვინაიდან მშობლებს შემდგომი განათლების დაფინანსება აღარ შეუძლიათ.

სოფლის სკოლაში ჯერ კიდევ 43 ბავშვი და რვა მასწავლებელია, მაგრამ პირველკლასელების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ნესტიან საკლასო ოთახებში ჩატეხილია იატაკები და ფანჯრები.

სარქისოვა, რომელიც აქ ბაქოდან გადმოსახლდა, დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს, ვინაიდან სომხური საკმაოდ გამართულად არ იცოდა და განათლების სფეროს ხელმძღვანელობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„ჩემი პრობლემა იმაშია, რომ მე რუსულის სპეციალისტი ვარ. მე სომხურად წერა მხოლოდ სომხეთში ჩამოსვლის შემდეგ ვისწავლე, ისიც დამოუკიდებლად. სომხურის არასათანადოდ ცოდნის გამო ვერ შევძელი სკოლის დირექტორობისათვის აუცილებელი სერტიფიკატის მიღება,“ თქვა მან. „ამ სკოლაში ლტოლვილ ბავშვებს ოცი წლის განმავლობაში ვასწავლიდი, სიცივის წლებში. მე პირადად ვყიდულობდი წიგნებს სკოლიასთვის და ახლა აღარავის ვჭირდები.“

სარქისოვას უფროსი ვაჟი ოჯახთან ერთად უკრაინაში წლების წინ გადასახლდა. უმცროსი ვაჟი ჯერ კიდევ ძიუნაშოღში ცხოვრობს და ამბობს, რომ სოფელს არასოდეს დატოვებს, რაც არ უნდა მოხდეს.

„იცით რამდენჯერ დავკარგე სახლი? კიდევ ერთხელ გადასვლას ვერ გავრისკავ,“ ამბობს ის. „ჩვენ სახლი და ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ბაქოში დავტოვეთ, გაყიდვაც კი ვერ მოვასწარით  რამე თანხა რომ აგვეღო. მაშინ მძიმე დრო იყო. ერთადერთი, რაზეც მაშინ ვფიქრობდით, ბავშვების ცოცხლად და უვნებლად გამოყვანა იყო.“

ლილიტ არაკელიანი Medialab ვებ-გვერდის ჟურნალისტია.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოცდაათწლიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნება
ივლისი 9, 2022

სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT