• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ტრეინინგი საარჩევნო საკითხებზე

0 კომენტარი
 2012 წლის 22 მარტი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


21 მარტს ‎”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოებამ” (ISFED) ჟურნალისტებისათვის ჩაატარა ტრენინგი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვილილებებთან დაკავშირებით. ღონისძიებას უმასპინძლა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“(IWPR) თბილისის ოფისმა.

ტრეინინგის მიზანი იყო თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი  ჟურნალისტებისათვის  საჭირო იურიდიული ინფორმაცია მიწოდება,  რათა მათ ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების სრულად და ობიექტურად გაშუქება შეძლონ. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ უკეთ გარკვეულიყვნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მედიის ფუნქცია, აკრედიტაციის მიღების წესები, წინასაარჩევნო რეკლამა, საეთერო დროის განაწილება, ამომრჩევლის მოსყიდვა, არჩევნების დღეს არჩევნების გაყალბების მექანიზმები, ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და სხვა. ტრეინინგში მონაწილეობდა ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ოცამდე წარმომადგენელი.

“წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო საკითხების გაშუქება განსაკუთრებით აქტუალურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები გავაცნოთ. ეს ტრეინინგი მათ ასევე ახალი კავშირების დამყარებაში დაეხმარება, რაც  სანდო და პროფესიონალური მასალის მომზადებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.

ტრეინინგს უძღვებოდნენ ISFED-ის  ტრენერები, რომლებაც ჟურნალისტებს გააცნეს ახალი საარჩევნო კოდექსით დადგენილ საარჩევნო წესები, პროცედურები, დარღვევის სახეები, ამომრჩეველთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.

ტრეინინგი ჩატარდა ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.