სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?

0 კომენტარი
 2018 წლის 28 მაისი   ავტორი: სარა ხოჯოიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ ქალთა პოლიტიკურმა ჩართულობამ სახელისუფლებო სტრუქტურებში ვეღარ გადაინაცვლა.

სარა ხოჯოიანი

დეპუტატი ლენა ნაზარიანი და პაშინიანის პარტიის “სამოქალაქო კონტრაქტის” წევრები რესპუბლიკის მოედანზე აგებულ სპეციალურ სცენაზე საიდანაც ოპოზიცია დემონსტრანტებს მიმართავდა (ფოტო: ინა მხითარიანი/4plus)

სომხეთში პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვით გასულ თვეს მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს საკმაოდ თვალშისაცემი იყო ქალთა მონაწილეობა. აქტივისტ ქალებს შეხვდებოდით როგორც მიტინგებსა და დემონსტრაციებზე, ისე ბარიკადებსა და ბლოკირებულ ქუჩებში.

თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქალების ასეთი აქტიური ჩართულობა გენდერულად დაბალანსებული მთავრობის ჩამოყალიბებაში აისახებოდა, არ გამართლდა.

ყოფილი ჟურნალისტი და ახლა უკვე პოლიტიკოსი ნიკოლ პაშინიანი 8 მაისს ეროვნული კრების წინაშე სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა ქალთა წამომადგენლობის გაზრდას. მისი თქმით, ქალებმა „მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს“ როგორც სარგსიანის გადაყენების, ისე რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საქმეში.

„ჩვენ უდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა ქალისთვის, ისინი კვლავაც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ახალი სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,“ – განაცხადა პაშინიანმა.

ზოგიერთის აზრით, ეს იყო ისტორიული გამოსვლა, რადგან სომხეთის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ქალის როლის მნიშვნელობა ქვეყნის სამომავლო წარმატებაში.

ქალები რევოლუციის დღეებში ერევნის ქუჩებში (ფოტო: ნაზიქ არმენაქიანი/4plus)

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ პაშინიანისვე განცხადებით, მის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ რამდენიმე ქალი პოლიტიკოსი იქნებოდა წარმოდგენილი, რადგან შეთანხმების თანახმად, თანამდებობები რამდენიმე პარტიას შორის განაწილდა.

მართლაც, ჩვიდმეტი მინისტრიდან მხოლოდ ორი არის ქალი – კულტურის მინისტრი და შრომისა და სოციალურ საქმეთა  მინისტრი. პრემიერ-მინისტრის სამივე მოადგილე კაცია.

საპროტესტო აქციები, რომლებიც მთავრობის გადადგომით დასრულდა, 30 მარტს დაიწყო, როდესაც პაშინიანმა სარგსიანის გადადგომისა და მისი რესპუბლიკური პარტიის ოცწლიანი მმართველობის დასრულების მოთხოვნით ქალაქ გიუმრიდან ერევნამდე მსვლელობა მოაწყო.

13 აპრილს ერევანში ჩასულ პაშინიანს მხოლოდ რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დახვდა. თუმცა, ოთხი დღის შემდეგ, როდესაც პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად  კიდევ ერთი ვადით აირჩია, საპროტესტო ტალღამ უკვე სრულად მოიცვა ქვეყნის დედაქალაქი. ერევნის ქუჩებში ათობით ათასი გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ კორუმპირებულ მმართველობას და იმ პოლიტიკურ რეფორმას, რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გავლენის და ძალაუფლების გასაძლიერებლად. სარგსიანი 23 აპრილს გადადგა.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით რამდენიმე ქალმა მიმართა. მათ შორის, პირველი იყო მარია კარაპეტიანი, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცენტრის („იმეჯინ“) დირექტორი.

„მინდა მივმართო ჩემს დებს, რომლებიც ერთად, ხელი-ხელჩაკიდებულები დგანან აქ და ერთდროულად ორ ბრძოლას აწარმოებენ – სომხეთში ხელისუფლების ცვლილებისთვის და საზოგადოებაში თანასწორი უფლებების დამკვიდრებისთვის. გაგიმარჯოთ, ჩემო დებო!“ – მიმართა მან შეკრებილებს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციებში ბევრი ქალი იღებდა მონაწილეობას, მოძრაობის ლიდერებს შორის ისინი ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი.

სწორედ ამ საკითხის ირგვლივ იმართებოდა ყველაზე ხშირად დისკუსიები სოციალურ მედიაში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის დროს და გაჩნდა იმის იმედიც, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით ახალ მიდგომებს გაიზიარებდა.

როგორც „ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აშოტ ხურშუდიანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე გამომსვლელებს შორის მამაკაცები დომინირებდნენ, საპროტესტო აქციებში ქალთა მონაწილეობის მასშტაბი მაინც უპრეცედენტო იყო.

„ქალები არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე იგნორირებული ნაწილი. ეს დემონსტრაციები იყო სიგნალი არა მხოლოდ მმართველი სისტემისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ უნარიანი საზოგადოების წევრები, რომლებიც გარიყულები არიან,“ – აცხადებს ის.

სომხეთის საზოგადოება ჯერ კიდევ საკმაოდ პატრიარქალურია და აქ ქალებს სხვადასხვა გენდერულის როლების მორგება უწევთ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური გენდერული სხვაობის“  2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთი 144 ქვეყნიდან 97-ე ადგილზეა. სომეხი ქალები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილები პოლიტიკურ სფეროში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი 17%-ია, 105 პარლამენტარიდან მხოლოდ 18 არის ქალი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არის არცერთი ქალი მერი ან გამგებელი.

მკვლევარი რუზანა ცატურიანი ჩატარებული კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ სოფლად, თემის ლიდერებს შორის მხოლოდ ორი პროცენტია ქალი.

„პოლიტიკურ დისკურსში, ქალებს განიხილავენ მხოლოდ რეპროდუქციულ როლში, რაც ჩვეულებრივი ამბავია პატრიარქალურ საზოგადოებაში,“ – აცხადებს ის. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შვილების გაჩენის და დედობის ფუნქციებზე. პოლიტიკოსების გამოსვლებში ქალები წამოდგენილები არიან სექსისტური და სტერეოტიპული მოდელების სახით. მათი ყველა ტექსტი არის იდენტური და ერთგანზომილებიანი,“-დასძენს ცატურიანი

აქტივისტი ქალები, რომლებმაც თავიანთი მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საპროტესტო მოძრაობაში, იმედგაცრუებულები არიან და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ კულტურაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ქალთა რესურს ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლარა აჰარონიანი აპრილის საპროტესტო აქციებზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს დააკავეს კიდეც.

ქალები აპროტესტებენ სერჟ სარგსიანის კორუმპირებულ მმართველობას (ფოტო: ნაზიქ არმენაქიანი/4plus)

მისი განცხადებით, სომხურ კულტურაში ქალის როლი სოციალური ცვლილებების პროცესში დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკნინებული და პაშინიანის საჯარო გამოსვლით თითქოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

„ქალები წლებია რაც აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში, იქნება ეს გარემოს დაცვა, ჯარში არსებული პრობლემები, ქალთა უფლებები თუ სხვა. მაგრამ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალების დამსახურება ყველა ამ ბრძოლაში აღიარეს.“

თუმცა, როგორც აჰარონიანი აღნიშნავს, „მისი სიტყვები სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიზნები მიღწეულია. წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდება საზოგადოებაში დამკვიდრებული პატრიარქალური ღირებულებების შესაცვლელად. შესაძლოა, რომ ახალი მთავრობის პირობებში ჩვენი მიზნების განსახორციელებლად უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს.“

ანალიტიკოსების ნაწილი ახალ მთავრობაში გენდერული დისბალანსის საკითხს არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. პოლიტოლოგი ჰრანტ ტერ-აბრაჰამიანი მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

„როდესაც რაოდენობაზე ვიწყებთ საუბარს, ქალებს უსულო საგნებივით ვეპყრობით, გენდერულ პრობლემებს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი ქალების რაოდენობით ვერ გადავჭრით,“ – განაცხადა მან. „სომხეთში გვეყოლება ქალი მინისტრებიც და ქალი პრემიერ-მინისტრებიც, არა იმიტომ ისინი ქალები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამას თავიანთი თვისებების გამო იმსახურებენ.“

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც გამოსავალს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე გენდერული კვოტის დაწესებაში ხედავს.

ზარა ბატოიანი ერევნის საკრებულოს წევრია პაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიიდან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მანაც მიმართა. მისი თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

„მთელი პროცესის განმავლობაში მოვუწოდებდი ქალებს ტრიბუნიდან ეთქვათ თავიანთი სათქმელი საზოგადოებისთვის. დღეს, ბევრი ქალი მუშაობს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში და ბედნიერი ვარ, რომ ოთხი მათგანი დამთანხმდა და მიმართა სიტყვით შეკრებილებს. ამ ქალებს მართლაც ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი,“ – აღნიშნა ბატოიანმა და დასძინა, „კი ბატონო, მართალია, მათთვის ხელი არავინ შეუშლია, თუმცა ხელის არშეშლა სულაც არ ნიშნავს ხელის შეწყობას.“

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი სარა ხოჯოიანი
სარა ხოჯოიანი, IWPR-ის მიერ გადამზადებული დამოუკიდებელი ჟურნალისტია ერევანში, სომხეთი.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013

არჩევნები და ჟურნალისტთა უსაფრთხოება საქართველოში
ოქტომბერი 18, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT