ევროკავშირი მშვიდობის ჟურნალისტიკაში პირველ გამარჯვებულს აჯილდოვებს.
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი ერთ-ერთია იმ ხუთი გამარჯვებულიდან, რომლებიც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები გახდნენ.
ევროკავშირის მიერ დაწესებული პირველი პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ვართანიანს 14 დეკემბერს თბილისში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცა სტატიისთვის, “იმედი აძლებინებს ნათესავებს” (რადიო თავისუფლება/ეხო კავკაზა). ღონისძიებას მასპინძლობდნენ ევროკავშირის დელეგეცია საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დაჯილდოვებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
პრიზები გადაეცათ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ჟურნალისტებსაც: მარიამ ოთარაშვილს საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევისთვის, გიორგი მგელაძეს საუკეთესო ტელე ან რადიო რეპორტაჟისთვის, გიორგი კიკონიშვილს საუკეთესო ბლოგის/ვებგვერდის/სოციალური პროფილისთვის, ასევე ნეტგაზეთს როგორც საუკეთესო საინფორმაციო სააგენტოს/ონლაინ გაზეთს.
„არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად თავდაუზოგავად ცდილობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და რა თანხები არის გამოყოფილი პროექტების დასაფინანსებლად. მდგრადი შედეგის მიიღწევა ვერ მოხერხდება, თუ ჟურნალისტები არ შეასრულებენ თავის როლს, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური დამკვირვებლები, რომლებიც საზოგადოებას სიტუაციის მიუკერძოებელ, ამომწურავ, ყველა თვალსაზრისის ამსახველ სურათს წარმოუდგენენ,“ – განაცხადა კლაარმა დაჯილდოვების ცერემონიაზე.
ოლესია ვართანიანმა სტატიისთვის „იმედი აძლებინებს ნათესავებს“ პრიზის სახით ლონდონში, IWPR-ის სათავო ოფისში ერთვიანი სტაჟირება მოიპოვა.
„ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს მედიაში არსებობს პრობლემები“, – აღნიშნა ვარტანიანმა კავკასიის სამ გაყინულ კონფლიქტზე – სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და მთიანი ყარაბაღი – საუბრისას. „ვფიქრობ, რომ ეს კარგი სტუმული იქნება მათთვის, ვინც ცდილობს, რომ გაიგოს მეორე მხარეს მყოფი ადამიანების აზრები, გადაამოწმოს ინფორმაცია და გაარკვიოს რას ფიქრობს მეორე მხარე“.
ვართანიანი IWPR-ის მრავალ პროექტში იყო ჩართული, მათ შორის კავკასიის ჟურნალისტური ქსელი და საქართველოს რეგიონული მედია ქსელი.
„ათი წლის წინ, როდესაც მე ჩემს ჟურნალისტურ კარიერას ვიწყებდი [IWPR-ის] თბილისის ოფისი ჩემი მეორე სახლი იყო,“, -ამბობს ის. „აქ შევიძინე ჩემი პროფესიული უნარების მნიშვნელოვანი ნაწილი და აქვე მივიღე პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ გამეშუქებინა ეთნიკურ უმცირესობებსა და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები“.