სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქართული ენის სწავლება ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის

0 კომენტარი
 2019 წლის 11 ივნისი   ავტორი: ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსული ენა კვლავ რჩება კომუნიკაციის ძირითად საშუალებად.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღსანიშნავად ახალქალაქელი მოსწავლეების ჩართულობით შექმნილი პანო ქალაქის კულტურის სახლის ფასადს ამშვენებს. იქვე ახლოს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღმართულია სომხური ანბანის ფუძელმდებლის მესროპ მაშტოცის ძეგლი (ფოტო: ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი).

14 აპრილს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალქალაქში ჩასვლა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა სიმბოლური იყო როგორც შერჩეული ადგილის, ასევე დროის თვალსაზრისით.  

ამ დღეს საქართველოში დედაენის დღეს ზეიმობენ და მისი აღნიშვნა უკავშირდება საქართველოში 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების გეგმაზე.

ახალქალაქი პატარა ქალაქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით. ის სომხეთის საზღვრიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მის მოსახლეობას ძირითადად ეთნიკური სომხები შეადგენენ.

„ახლა ყველას აქვს უფლება აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც გულისხმობდა იმ ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა რუსული ან სომხური პასპორტების მიღების შემდეგ. „მაგრამ ამისთვის, თქვენც უნდა გადადგათ ნაბიჯი და და ისწავლოთ ქართული ენა, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. ისწავლოთ იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს“.

მან ასევე დასძინა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს ქართული ენის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის.

ზურაბიშვილის კომენტარები ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 13.4 პროცენტს შეადგენს კვლავაც აქტუალური და პრიორიტეტულია.

საბჭოთა პერიოდში რუსული ენა, რომლის სწავლებაც სკოლებში სავალდებულო იყო, მრავალეთნიკურ საზოგადოებაში კომუნიკაციის ძირითადი საშუალებას წარმოადგენდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეთნიკური სომხები საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 4.5 პროცენტს შეადგენს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი მოსახლეობის 92.9 პროცენტი ეთნიკურად სომეხია.  

ახალქალაქის ავტოსადგურში, სადაც თბილისის მიკროავტობუსები ჩერდება, დიდი ყვითელი ბანერი მგზავრებს რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობას სთავაზობს, რაც იმის ნიშანია, რომ რუსეთი კვლავაც მიმზიდველია ამ რეგიონისთვის.

ადრე ახალქალაქში საბჭოთა – მოგვიანებით უკვე რუსული – სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. მისი რაოდენობა 15 000 მოსამსახურეს ითვლიდა და ის ადგილობრივი ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური სიდუხჭირის ტალღამ არც ჯავახეთის რეგიონს აურა გვერდი, რასაც თან ერთვოდა მკაცრი კლიმატური და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც არახელსაყრებელი პირობები.

1990-იან წლებში ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ სამუშაოს პოვნის იმედით რუსეთში დაიწყო გადინება. მათ შორის იყო სოფელ ბარალეთის მკვიდრი, 60 წლის სეირან ბაკარიანიც.

„რუსეთში მუშაობამ ჩემი ოჯახი გადაარჩინა“, – გვითხრა მან. „აქ სამუშაო არ არის, ყველა სოფლის მეურნეობაზე ვართ დამოკიდებული, რაც რთულია, რადგან ტექნიკას და სასუქს დიდი ხარჯი აქვს… 25 წლის წინ ნათესავი დამეხმარა და რუსეთში გზის დამგებად დამაწყებინა მუშაობა. იმ ფულით, რაც იქ ვიშოვე, შევძელი შვილებისთვის განათლება მიმეცა, ქორწილები გადამეხადა… საერთოდ, მომავალი შემექმნა“.

სეირანმა, მისი თაობის სხვა თანასოფლელების მსგავსად, ცხოვრების უმეტესი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა. სახლში მხოლოდ ახალ წელს და საშობაოდ ჩამოდიოდა.

შესაბამისად, მისი ქართული ენის ცოდნის დონე მინიმალურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის ის კვლავაც რუსულ ენის იმედად რჩება.

„რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უკეთესი და ქართული ენა აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში… მაგრამ, ჩვენთვის რუსული ენა უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან. „ზოგს ნათესავები გვყავს რუსეთში და გვიწევს იქეთ-აქეთ სიარული,  ამიტომ რუსული უფრო  მეტად გვჭირდება“.

ბოლო წლებში სახელმწიფომ ეთნიკურ უმცირესობებისთვის ქართული ენის ხელმისაწვდომობის მიმართულებით რამდენიმე სქემა შეიმუშავა.  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წლიდან ფუნქციონირებს  ქართული ენის შემსწავლელი კურსები მასწავლებლებისთვის, ასევე, ამავე ცენტრის მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც ეროვნული  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულენოვანი მასწავლებლების განაწილებას უზრუნველყოფს.     

2010 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „ოთხს პლუს ერთი“, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს სთავაზობს ქართული ენის ერთწლიანი ინტენსიური სწავლების კურსის გავლას  საუნივერსიტეტო პროგრამის დაწყებამდე.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე, უმცირესობათა თემის წარმომადგენლებს სკოლის რეგიონალურ ფილიალებში უფასო ენის კურსებზე შეუძლიათ დარეგისტრირება.  

ეკა ტატეშვილი, რომელიც ახალქალაქის სასწავლო ცენტრში ასწავლის, ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოუწვევია.

„მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის ისე აღიქვა, როგორც ნაგულისხმევი იყო და მას უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია“, – განაცხადა მან. „აქ ყველამ იცის, რომ მოქალაქეობის მისაღებად მსგავსი წესები მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც და ამიტომ, მათ არ გაუკვირდებოდათ იმის გაგონება, რომ ქართული ენის სწავლაა საჭირო“.

საქართველოს განათლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სკოლებში სწავლება წარიმართოს სხვა ენებზეც, მათ შორის, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა.

„ადრე პრობლემას წარმოადგენდა მასწავლებლების ნაკლებობა, ვინ შეძლებდა ასეთი სოფლების სკოლებში მუშაობას“, – განაცხადა ტატეშვილმა. „მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სახელმძღვანელოები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებმა არ იციან ქართული ისეთ დონეზე, რომ შეძლონ იმის სწავლება, რაც წიგნშია მოცემული“.  

ცვლილებები მოდის, თუმცა ნელა. ირაკლი შაინიძე გურიიდან ახალქალაქში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და თავისი საქმიანობა საზღვრისპირა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ დარგს – საკვები პროდუქტებით ვაჭრობას დაუკავშირა. მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის სომხურ და რუსულ ენებს იყენებს.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ქართულად გვირჩევნია ლაპარაკი, მარგამ რეალობა აქ ცოტათი განსხვავებულია. იმდენი სომხური კი ვიცი, რომ მაღაზია ვამუშაო, მაგრამ რაღაცის თქმას სომხურად თუ ვერ ვახერხებ, რუსულზე გადავდივარ … მხოლოდ ბავშვებს ესმით აქ ქართული“, – გვეუბნება ირაკლი.  

თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის ლინგვისტურ პოლიტიკას იკვლევს, აცხადებს, რომ უფროსი თაობის მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლაზე ძალისხმევის დახარჯვას აზრი არ აქვს.

„ენის ათვისების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, სკოლის ასაკს გადაცილებული ადამიანები ნაწილობრივ ჩამოწერილები არიან. ცვლილებებს მოიტანს ახალი თაობა და მხოლოდ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლის ხარჯზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმული მოსახლეობის ასიმილაცია ვერ მოხდება, რუსული ენის გამოყენებას აქვს რეალური სარგებელი“, – განმარტავს ბლაუველტი.

ბლაუველტი მიიჩნევს, რომ მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შეძლო გადაექცია ქართული ენა უმცირესობების ინტეგრაციის ინსტრუმენტად.

„ეს იყო საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, სულ ცოტა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მთელი რიგი მიზეზის გამო მისი შესრულება ვერ მოხერხდა“, – დასძინა მან .

ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ბლაუველტი ენის სირთულეს მიიჩნევს.

„აქ, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან განსხვავდება უკრაინაში არსებული ვითარებისგან… იქ არ არსებობს ასეთი დიდი მოთხოვნა, რომ რუსულენოვანმა მოქალაქემ იცოდეს უკრაინული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობა არ იქნება სრულად ორენოვანი, ადამიანები მაინც შეძლებენ ერთმანეთის გაგებას. მაშინ როცა აქ, მაგალითად, ქართული და სომხური სრულებით განსხავებულ ენათა ოჯახებს მიეკუთვნებიან და გარდა ამისა, ქართული ძალიან რთულად შესასწავლი ენაა“.

„ალბათ, ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულია „ოთხს პლუს ერთი“ პროგრამა, თუმცა მას საკმაოდ კონკრეტული მიმართულება აქვს და მოიცავს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანს. უფრო დიდ გამოწვევად რჩება ის საკითხი, თუ ვინ ასწავლის ქართულ ენას მოსახლეობას ამ პატარა თემებში და რას ასწავლიან მათ… ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების და სახელმძღვანელოების შემუშავების  თვალსაზრისით დიდი გამოცდილება არ არსებობს“.

ბლაუველტის აზრით, უმცირესობათა თემებში რუსული ენის პოპულარობის საკითხთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს გაზვიადებული დამოკიდებულება.

„დღეს არსებობს საკმოად აშკარა ისტორიული მიზეზები იმის ასახსნელად, თუ რატომ არ გააჩნია რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი, თუმცა, ამავე დროს, რუსულ ენაზე მიზანმიმართულად უარის თქმა, ჩემთვის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ტოლფასია“, – დასძინა ბლაუველტმა. „არ უნდა დავუშვათ, რომ რუსული ენა აღიქმებოდეს რუსეთის ფედერაციის საკუთრებად, როგორც მაგალითად ამბობენ, რომ ინგლისური არის ინგლისის საკუთრება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ხალხი, რომელიც რუსულ ენაზე ისმენს ახალ ამბებს, კრემლის იდეოლოგიის ქვეშ მოექცევა. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენმა ადამიანმა იცის რუსული, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ენა, როგორც თავისი ინფორმაციისა და ღირებულებების გავრცელების საშუალება“.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი


მსგავსი სტატიები:


ბრძოლა ეთნიკური უმცირესობების ხმებისთვის
ოქტომბერი 7, 2016

ისლამური სახელმწიფოს საფრთხის იდენტიფიცირება
თებერვალი 25, 2016

საქართველო: ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი განათლების მიღების მთავარ პრობლემად რჩება
სექტემბერი 19, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT